პირი, რომელსაც ოქრო მოპარეს შსს-ს საქმის გამოსაძიებლად ვადებს უწესებს

სოფელ დაშტაფაში საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით ოქროულობა მოპარეს. დაზარალებული მეჩეთის ახუნდი, სეიდ ელდანიზი საგიდოვია, რომელმაც ზუსტან არ იცის თუ როდის გაძარცვეს მისი სახლი. შემთხვევით კი 25 ოქტომბერს აღმოაჩინეს, რომ სახლიდან 433 გრამი ოქრო იყო წაღებული.


„112-ის თანამშრომელბი მოვიდნენ და სადაც ქურდობა მოხდა მანდ ანაბეჭდები იყო დარჩენილი. ყველაფერი წაიღეს, პოლიციისგან პასუხს ველოდები, დამპრიდნენ, რომ სამშაბათამდე გახსნიან საქმეს- ამბობს სადიგოვი

სადიგოვს სავარაუდო ეჭვმიტანილებიც ჰყავს ნათესავებისა და მეზობლების სახით.

მისი თქმით , 25 ოქტომბრიდან დღემდე შსს-მ საკითხთან დაკავშირებით მათ ოფიციალურად არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდა. მხოლოდ ის უთხრეს, რომ გამოძიების ბოლო ეტაპებია დაჩენილი. თავადვე ამბობს, რომ თუ შსს-მ 14 ნოემბრამდე არ გახსნა ქურდობის საქმე, იგი საქართველოს მთავარ პროკუროტურას, არასამთავრობოებს და სამართალდამცველებს მიმართავს.

„თუ უცხო პირი იქნებოდა, დაანგრევდნენ კარ - ფანჯარას. ოჯახის წევრებს აიძულებდნენ, ოქროულობის ადგილის ჩვენებას. არაფერი განადგურებული არ არის და ისე შევიდნენ არაფერი შეცვლილა სახლში. ეჭვმიტანილი მეზობლები და ნათესავები არიან. უცხო პირი რომც მოსულიყო, მაგათი ნაცნობი იქნება.“ -ამბობს საგიდოვი

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლითაა დაწყებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები