„არმაზის“ მენეჯერს არ ახსოვს ჰქონდა თუ არა 16 წლის გარდაცვლილ ბიჭს სამედიცინო ცნობა მიტანილი
16 წლის მარნეულელი მოზარდი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებს ამ დრომდე ექსპერტიზა იკვლევს. 2002 წელს დაბადებული ბიჭი სტადიონზე რაგბს თამაშობდა. ის მარნეულის სარაგბო კლუბ „არმაზის“ წევრი იყო.

მარნეულის სარაგბო კლუბ „არმაზის“ მენეჯერის ზურაბ პინაშვილის თქმით, კლუბი ახალწვეულების მიღებისას მათ სამედიცინო ცნობებს ითხოვს.

„მანდ არის სხვადასხვა ნიუანსები. როდესაც ბავშვი ჩემპიონატს თამაშობს ოფიციალურად, თვითონ კლუბი ატარებს სამედიცინო შემოწმებას. როდესაც საფესტივალო ასაკია ცნობის მოტანას თხოვს მწვრთნელი და იქ ნებაყოფლობით ზოგს მოაქვს, ზოგს არ მოაქვს“ - გვითხრა ზურაბ პინაშვილმა

როგორც პინაშვილი ამბობს, საფესტივალო ასაკის ბავშვებს ვარჯიშისას დიდი დატვირთვა არ აქვთ, რის გამოც მათთვის სამედიცინო ცნობის მიტანა სავალდებულო არაა.

„არმაზის“ მენეჯერს არ ახსოვს ჰქონდა თუ არა 16 წლის გარდაცვლილ ბავშვს ჯანმრთელობის ცნობა მოტანილი, მაგრამ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ექნებოდა თუ არა ბავშვს ცნობა მოტანილი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები