ზეწოლის ქვეშ მიცემული აღიარებითი ჩვენება - შეიხ მირტაგი ასადოვის 30 დღიანი პატიმრობა აზერბაიჯანის სასამართლომ ძალაში დატოვა
შეიხ მირტაგი ასადოვს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, აღიარებითი ჩვენების მიცემა მოუწია. ამის შესახებ ინფომაცია ასადოვის მამამ, სეიდ მირხუსეინ ასადოვმა მას მერე გაასაჯაროვა, რაც ადვოკატს ესაუბრა.

სასამართლო პროცესი, რომელიც 17 ნოემბერს გაიმართა მირტაგი ასადოვს 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო ოქმის შესაბამისად,  ასადოვმა 8 ნოემბერს, ბაქოს ერთ-ერთ ქუჩაზე ტელეფონზე ხმამაღლა საუბრის დროს საჯარო წესრიგი დაარღვია. შემდეგ კი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელის შენიშვნას არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიციაში გადაიყვანეს.


ადვოკატი ამბობს,  რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა მირტაგი ასადოვს დეტალურად გასაუბრებოდა. ერთადრთი რაც „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“  თავმჯდომარემ ადვოკატს სთხოვა, საქმის ბოლომდე მიყვანაა და თქვა, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლის და მუქარების შედეგად,  აღიარებით ჩვენებას ხელიც მოაწერა. 

შეიხი  მირტაგი ასადოვი ადვოკატთან საუბარში ხაზს უსვავს, რომ ის რეალურად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადასვლის დროს, აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციამ გააჩერა და შემდეგ კაზახის პოლიციის გამოყენებით დააკავა. ეს ინფორმაცია ოჯახის წევრებს სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა შეატყობინა, რომელსაც მგზავრები და მათ შორის შეიხი მირტაგი ასადოვიც ბაქოს მიმართულებით გადაჰყავდა.

ადვოკატთან ერთად მირტაგი ასადოვს მეუღლეც შეხვდა. მისი თქმით, ასადოვს ცუდად გამოიყურება და წონაში საგრძნობლად აქვს დაკლებული.


ღეს, 18 ნოემბერს, სოფელ დემია-გეურარში,  სადაც ასადოვების ოჯახი ცხოვრობს შეხვედრა უკვე დასრულდა სეიდ მირხუსეინთან.  სახლში იმყოფებოდნენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი (EMC), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი (TDI) , საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი და  ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი. 

ორგანიზაციების წარმომადგენლებს აინტერესებდა თუ რას უკავშირებენ ოჯახის წევრები  შეიხ მირტაგი ასადოვის დაკავებას აზერბაიჯანის საზღვარზე. უკავშირდება თუ არა დაკავება მის მოღვაწეობას და სახლემწიფო რელიგიური სამმართველოს საქმიანობას, რომლის მიმართ ასადოვი საკმაოდ კრიტიკული იყო. ასევე, აქვს თუ არა მირტაგი ასადოვის დაკავებას  კავშირი  საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდთან? 

მირტაგი ასადოვის მამა შვილის დაკავებაში საქართველოს ინტერესებს ვერ ხედავს.

" ჩემ შვილს მხოლოდ საკუთარი ორგანიზაცია აქვს. ის სამართალს ითხოვს. ასეთი ხასიათი აქვს"- ამბობს მამა და ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს აზერბაიჯანის ინტერესი იყოს და ირანის სახელწიფოს გავლენას  რელიგიური კუთხით იკვლევენ. 

"შესაძლებელია იმის გამო, რომ ჩემი მეორე შვილი ირანში ცხოვრობს და იქ მოღვაწეობს. ამით მირტაგის გამოყენებას ცდილობენ" - ამბობს სეიდ მირხუსეინ ასადოვი.


მას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოს სახლემწიფო სტრუქტურები აქტიურად ჩაერთვებიან შეიხ მირტაგი ასადოვის გათავისუფლების პროცესში. 

როგორც რადიო მარნეულთან საუბრისას EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე ამბობს, მირტაგი ასადოვის ჯანმრთელობის მდგომარებო კარგი არ არის და „საქართველოს მთავრობამ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მირტაგი ასადოვი დაცული იყოს არაადამიანური და ღირსების შემლახავი რისკებისგან“ მიქელაძის თქმით, ასადოვს ადვოკატთან ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა.

„ცხადია, ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი გვაქვს. სწორედ იმ კონტექსტის გამო, რაც მირტაგი ასადოვის საქმიანობას და მოღვაწეობას საქართველოში აქვს. ის საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი საქართველოს მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებით რელიგიის თავისუფლების მიმართულებით. არ არის გამორიხული, რომ ამ საქმეში სხვა ტიპის პოლიტიკური ინტერესები იყოს, რომელიც უშუალოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეიძლება უკავშირდებდეს, თუმცა დასაბუთებული პასუხები ამ მიმართულებით არ გვაქვს. ვაგრძელებთ საქმის მონიტორინგს. ადგილზე ვცდილობთ საერთაშორისო ორგანიზააციების რესურსების გამოყენებას.„- აბობს თამთა მიქელძე.


შეგახსენებთ, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარე, შეიხ მირტაღი ასადოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო პუნქტზე, 7 ნოემბერს დააკავეს და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

შესაძლოა, მისი დაკავება საქართველოში შიიტი მუსლიმების უფლებების და რელიგიური კონფესიების თანაბარუფლებიანობისთვის ბრძოლას უკავშირდებოდეს.





ამავე თემაზე:



საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანში ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით დააკავეს



შეიხი მირტაღი ბრალის ოფიციალურ წარდგენას, არასამთავრობოები კი მთავრობის რეაგირებას ამ დრომდე ელოდებიან


აზერბაიჯანის სასამართლოს განჩინების მიხედვით, ასადოვი 8 ნომებერს ბაქოში ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები