დეპუტატებს ასადოვის დაკავებიდან მე-12 დღეს მის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია კიდევ არ აქვთ
მარნეულელ დეპუტატებს, რუსლან გაჯიევს და თამაზ ნავერიანს შეიხ მირტაღი ასადოვის დაკავებასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ შეიხი 7 ნოემბერს დააკავეს მარნეულელ დეპუტატებს 12 დღის განმავლობაში, რა დროსაც ასადოვი აზერბაიჯანში ციხეში ზის, მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

როგრც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას რუსლან გაჯიევმა თქვა, მას გარკვეული ინფორმაცია მხოლოდ მედიასაშუალებებიდან აქვს გაგებული და აზერბაიჯანის ოფიციალურ განცხადებას ამ დრომდე ელოდება.

„ჩემი აზრით, აზერბაიჯანის მხრიდან უნდა იყოს რაიმე ოფიციალური ინფორმაცია, უნდა იყოს მემგონი.“ - ამბობს რუსლან გაჯიევი

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა, 17 ნოემბერს მათი ოფიციალური ვერსია უკვე გამოაქვეყნეს, დეპუტატი პასუხს მაინც საელჩოდან ელოდება.

თამაზ ნავერიანმა გაჯიევის მსგავსად, ზუსტად არ იცის თუ რატომ დააკავეს შეიხი მირტაღი ასადოვი, მაგრამ იცის, რომ ის დაკავებული.

„მე ზუსტად გავარკვევ ამ მდგომარეობას. როგორ იყო დაკავებული და რატომ იყო დაკავებული და მერე ჩემს კომენტარს გავაკეთებ.“ - გვეუბნება თამაზ ნავერიანი

სანამ მარნეულელი დეპუტატები შეიხის დაკავების შესახებ ინფორმაციას ელოდებიან, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველმა და რელიგიურმა ორგანიზაციებმა შეიხის ოჯახთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა გუშინ, 18 ნოემბერს გაიმართა, ჩვენთან საუბრისას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ მირტაგი ასადოვის ჯანმრთელობის მდგომარებო კარგი არ არის და „საქართველოს მთავრობამ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მირტაგი ასადოვი დაცული იყოს არაადამიანური და ღირსების შემლახავი რისკებისგან“.

შეგახსენებთ, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარე, შეიხ მირტაღი ასადოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო პუნქტზე, 7 ნოემბერს დააკავეს. სასამართლო პროცესზე, რომელიც 17 ნოემბერს გაიმართა მირტაგი ასადოვს 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო ოქმის შესაბამისად, ასადოვმა 8 ნოემბერს, ბაქოს ერთ-ერთ ქუჩაზე ტელეფონზე ხმამაღლა საუბრის დროს საჯარო წესრიგი დაარღვია. შემდეგ კი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელის შენიშვნას არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიციაში გადაიყვანეს. თავად შეიხი კი ამბობს, რომ მას აღიარებითი ჩვენების მიცემა ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოუწია.

რადიო „მარნეული“


ამავე თემაზე:

ზეწოლის ქვეშ მიცემული აღიარებითი ჩვენება - შეიხ მირტაგი ასადოვის 30 დღიანი პატიმრობა აზერბაიჯანის სასამართლომ ძალაში დატოვა

საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანში ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით დააკავეს

შეიხი მირტაღი ბრალის ოფიციალურ წარდგენას, არასამთავრობოები კი მთავრობის რეაგირებას ამ დრომდე ელოდებიან

აზერბაიჯანის სასამართლოს განჩინების მიხედვით, ასადოვი 8 ნომებერს ბაქოში ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები