404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.

მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის საჯარო განხილვას გეგმავს, თუმცა როდის ვერ აკონკრეტებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯარო განხილვისთვის მზადაა - ამ შინაარსის განცხადებას საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდიდან ვკითხულობთ. საჯარო განხილვად ამ შემთხვევაში ვირტუალური კომუნიკაცია მოიაზრება. შენიშვნების შემთხვევში, თვითმმართველობაში წერილის მიწერა და ჩვენი წინადადების განხილვის იმედად ყოფნა მოგვიწევს. კითხვაზე არის თუ არა საკმარისი მსგავსი ტიპის განხილვები, სადაც დიდი ალბათობით მონაწილეობა შესაძლოა არავინ მიიღოს, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორთან და ცხადია, მოსახლეობასთან შეხვედრებს აუცილებლად გეგმავენ, თუმცა კონკრეტულ რიცხვს ვერ ასახელებს და განუსაზღვრელ მომავალში საუბრობს.

ბიუჯეტის განხილვისას უშუალო კომუნიკაცია საჭირო და მეტად ეფექტური რომ არის, ამას მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე, ოლგა ენდელაძეც მოწმობს და ამბობს, რომ სარეკომენდაციო წერილის მიწერას გეგმავენ, რათა საჯარო მოხელეებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან.

მარნეულის არასამთავრობო სექტორის კიდევ ერთი აქტიური წევრი, საბინა ტალიბოვა მუნიციპალიტეტის ინიციატივას, რომ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე წერილობით მიიღონ შენიშვნები მოსახლებიდან არაეფექტურს უწოდებს. მიიჩნევს, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს ინტერნეტის სარგებლობის ტექნიკური უნარები და არც პრაქტიკაში განუხორციელებით მსგავსი კომუნიკაცია.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ იურისტი, არჩილ თოდუა ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ დაინტერესებულ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ არა მხოლოდ წერილობით რეკომენდაციების მიწოდება, არამედ ზეპირად, უშუალოდ განხილვის პროცესში უნდა ჩაერთონ.

მართალია საკრებულო საჯარო შეხვედრების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა როდის ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში მარნეულის მერიამ განსახორციელეებელ პროექტებში სასმელი წყალი, გზები, სკვერის მოწყობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები., კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია, სპორტული მინი სტადიონების მოწყობა და გარე განათება გაწერა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები