მერია სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეშით მოამარაგებს
მარნეულის მერია სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეშით მოამარაგებს. როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ, საშეშე მერქნის დარიგება წერილობით განცხადების საფუძველზე მოხდება. ამ დროსთვის მერიამ 100-მდე წერილი მიიღო. შეშა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ქულების მიხედვით გაიცემა (ყველაზე დაბალქულიანი განმცხადებლებიდან ზემოთ დაკმაყოფილდება) და 2-2 კუბური მეტრის მოცულობის სასეშე მერქანს გადასცემენ.

მარნეულის თვითმმართველობა  მოსახლეობას შეშას ავარიული ხეების გადაბელვის შემდეგ გადასცემს.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები