მთელი ცხოვრება სხვის სახლში მიკედლებული დღეს ქუჩაშია დარჩენილი
51 წლის ჯელალა იადიგაროვი ახალ სოფელში ცხოვრობს. საკუთარი სახლის არქონის გამო იძულებულია მეგობრების, ნაცნობების სახლში იცხოვროს. ჯელალი ამბობს, რომ ძველი საცხოვრებელი ადგილიდან სოფელ დაშტაფაში გადავიდა, იქ კი სახლი მის საკუთრებაში არ იყო. სახლის პატრონი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მას სახლში ცხოვრების ნებართვა მისცა. ჯელალი თავის ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. მისი თქმით, სახლის პატრონი დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ არ დაეხმარა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სახლის მეპატრონემ ჯელალი გარეთ გააგდო. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სოფელში, მის საკუთრებაში არსებული 1 500 კვ.მ მიწა გაყიდა და იმკურნალა. ახლა საცხოვრებელი სახლი არ აქვს.

„სახლი გვარემონტე, გაზი გავიყვანე. სამი ქორწილი გადავიხადე მანდ. 30 დეკემბერს, მოვიდნენ და სახლიდან გამიყვანეს. შუა ზამთარში რა უნდა გემეკეთებინა. პოლიცცით და სასამართლოთი გამიყვანეს. ჩემი შვილი მაგის დედას უვლიდა გარდაცვალებამდე. ერთი ვაჟი ჰყავს, მოვიდა და მითხრა 65 ათასი მომეცი სახლს მოგცემო. მეც ფული არ მქონდა. შევცდი, რომ თავის დროზე არ გავაფორმე ჩემს სახელზე.“

ჯელალის თქმით, სოციალურ სააგენტოს, სოფლის გამგეობას და დეპუტატებს მიმართა. დაპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ, მაგრამ არავინ არ დაეხმარა. ჯელალი ამბობს, რომ ორი ვაჟი დაოჯახებულია და ცოლის ოჯახებში ცხოვრობენ. 3 წლის შვილიშვილი სოციალირ დახმარებას იღებდა და ისიც შეუჩერეს. მიზეზი კი არ იციან.

„3-5 ლარი მაქვს როცა მივდივარ და ვმუშაობ. ერთი თვალით ვერ ვხედავ, მაგრამ პენსსისთვის როდესაც მივიდვარ მეუბნებიან, შენი პრობლემა არ გაქვსო. ოპერაცია მჭირდება. ღამის 11 ზე მოვიდნენ და მითხრეს, რამე ქვითარი გვაჩვენეო სახლზე და თარჯიმანიც არ იყო, რომ რამე გავაგებინო. სად ვნახო მე ქვითარი?! 10-15 დღე, სხვის სახლში როდემდე უნდა ვიცხოვრო?“

ჯელალი ახლა უმუშევარია და შესაბამისი ორგანოებიდან დახმარებას ელოდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები