მარნეულში არსებულ არალეგალურ ნაგავსაყრელებს სოფელ ქუთლიარის ნაგავსაყრელიც შეემატა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მსგავსად სოფელი ქუთლიარშიც შეხვდებით არალეგალურ ნაგავსაყრელს. ირგვლივ ანტისანიტარია და უსიამოვნო სუნია. ვინა რის დამნაშავე - თვითმმართველობა თუ მოსახლეობა? შპს „სუფთა მარნეულმა" ნაგვის ურნები ქალაქ მარნეულში და სოფლების ცენტრალური გზებზე  დადგა. სხვა ქუჩებზე კი მოსახლეობა სადაც ცარიელ სივრცეს ნახულობს ნაგავს იქ ყრის. ასე შიქმნა არალეგალური ნაგავსაყრელი სოფელ ქუთლიარში. ნარჩენებს ძირითადად მდინრის პირას, სახნავ მიწებთან ახლო ტერიტორიაზე და სარწყავი არხის გარშემო ყრიან. ეს კი ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს ქმნის.

ნაგავსაყრელზე არსებული მვნე ნივთიერებები სარწყავ წყალს უერთდება, რითაც შემდეგ მოსახლეობა მოსაყვან პროდუქტს, კიტრს, პომიდორს, კომბოსტოს და სხვა მცენარეებს რწყავს, რაც ცხადია, ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. ნაგავსაყრელზე ხშირად პირუტყვი „ბალახობს“და მოსახლეობა ამბობს, რომ მსხვილფეხა პირუტყვი ხშირად მავნე ნივთიერებებს ჭამს და იხოცება.

იგეგმება თუ არა ქუთლიარში არალეგალური ნაგავსაყრელის გაწმენდა და ურნების დადგმა ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დაკავშირება   შპს "სუფთა მარნეულის" დირექტორთან არაერთხელ ვცადეთ, თუმცა ამ დრომდე ჩვენს ზარებს არ პასუხობს.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები