კიდევ ერთი ქურდობის შემთხვევა სოფელ ყიზილაჯლოში
21 ნოემბერს, სოფელ ყიზილაჯლოში კიდევ ერთი ქურდობის შემთხვევა დაფიქსირდა.

24News.ge-ის ცნობით, სოფელ ყიზილაჯლოში ს.ჰუსეინოვის სახლი გაძარცვეს. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, შემთხვევა დაახლოებით ღამის 23:00-ზე დაფიქსირდა. შემთხვევის დროს ს.ჰუსეინოვის ოჯახის წევრები ერთ-ერთ რესტორანში შვილიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

სავარაუდოდ, სახლიდან ფულია წაღებული. ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა.

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით მიმინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს


ამავე თემაზე:

5 ქურდობა-ყაჩაღობის შემთხვევა ერთ კვირაში - მარნეულელები კრიმინალის გაზრდაზე საუბრობენ (გამოკითხვა)
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები