ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში - დაშავებულია 5 ადამიანი
დღეს, 22 ნოემბერს, მირზოვკა-დიდი მუღანლოს გზის მონაკვეთზე მანქანა
გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც 5 ადამიანი მსუბუქად
დაშავდა.
შემთხვევა დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.
როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276 მუხლითაა დაწყებული, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.
რადიო "მარნეული"