რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მარნეულის მოსახლეობას შეხვდა
დღეს, 22 ნოემბერს, მარნეულის კულტრის სახლის
შენობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ქვემო ქართლის
გუბერნატორთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად,
მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.
წყალმომარაგების კუთხით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების
შესახებ ისაუბრა და დამსწრეებს გააცნო ინფორმაცია, რომ მარნეულში
წყალარინების სისტემის მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის რიგ სოფლებში წყლის მიწოდების პრობლემა
დღემდე არსებობს. აღნიშნლი მასშტაბური პროექტის განხორციელების შემდეგ
35 200-მდე მაცხოვრებელი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით
იქნება უზრუნველყოფილი. წყალარინების სისტემა ქალაქ ბოლნისშიც
მოეწყობა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურისა და სამი ახალი
რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების
მოწყობა, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. ასევე, ახალი
საკანალიზაციო მილების მოწყობა და წყალარინების სატუმბი სადგურის
მშენებლობა. პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების
ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი
55,940,022 დოლარით აფინანსებს.
დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები,
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი, მარნეულის
მაჟორიტარი დეპუტატები და თვითმმართველობის
წარმომადგენლები.