ამერიკიდან დაბრუნებულმა იმამყულიევმა მარნეულში და აშშ-ში ჩატარებული არჩევნები ცას და მიწას შეადარა
ამერიკიდან დაბრუნებულმა იმამყულიევმა მარნეულში და აშშ-ში ჩატარებული არჩევნები ცას და მიწას შეადარა.
პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში დაბრუნდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ვაშინგტონში ის საქმიანი ვიზიტით იმყოოფებოდა და როგორც თავად ამბობს, ვაშინგტონის პოლიტიკურ სააქმიანობას ეცნობოდა.

„მივიღეთ გამოცდილება, პოლიტიკოსების და მოსახლეობის შორის ურთიერთობაზე და ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობას შორის მუშაობის შესახებ. ვნახეთ, როგორ ტარდება აშშ-ში არჩევნები. „


კითხვაზე, რა განსხვავებაა მარნეულში ჩატარებულ არჩევნებსა და აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს შორის გვითხრა, რომ „ცა და მიწასავით განსხვავდება“. არანაირი პოლიტიკური დაძაბულობა და გაყალბების ნიშნები როგორც იმამყულიევი ამბობს, ვაშინგტონში არ დაუნახავს.საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა თანამედროვე ტექნლოგიების გამოყენებით ხდება, რაც გაყალბების ნაკლებ შესაძლებლობას იძლევა. „ მისთვის ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ბავშვებიც ღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას.

„იქ, ბავშვებიც კი იღებდნენ მონაწილეობას, მართალია მათი ხმები არ ითვლება, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებაში ბავშობიდანვე ერთვებია. ჩვენი ყოფნის პერიოდში სენატის არჩევნები სამუშაო დღეს ჩატარდა. ეს თურმე, თავად მოსწავლეების თხოვნით ხდება. ბავშვები ძალიან დაინტერესებულები იყვნენ და დემოკრატიის არსს ბავშვობის ასაკიდანვე იგებენ. „

როგორც ახმედ იმამყულიევი ამბობს, ვაშინგტნში საკმაო გამოცდილება მიიღო რასაც, მარნეულში ვერ გამოიყენებს. თუმცა სისტემის უკეთესობის შესაცლელად დიდი ძალისხმევაც არაა საჭირო. მთავრია ეს სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური ნება იყოს.


Print