„მზე, რომელიც ჰორიზონტზე ბრწყინავს“ - მარნეულში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
„მზე, რომელიც ჰორიზონტზე ბრწყინავს“ ასე ჰქვია წიგნს, რომელიც მარნეულელმა აზად აბდურრახმანოვიმ დაწერა.


წიგნის პირველი პრეზენტაცია მარნეულის „ატა ჰოლდინგის“ სპორტულ კომპლექსში, 22 ნოემბერს ჩატარდა. ნაწარმოები 4 ნაწილადაა დაყოფილი და 368 გვერდს მოიცავს. აზერბაიჯანის სახალხო პოეტის, ზალიმხან იაგუბის სიკდვილით შთაბეჭდილმა პოეტმა წიგნის მეოთხე ნაწილი პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად იაგუბს მიუძღვნა.

წიგნი ქალაქ ბაქოში დაიბეჭდა და ნის ვიზუალურ მხარეზე აბდურახმანოვის მამამ იზრუნა. 

მარნეულში გამართულ წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ პოეტები, რედაქტორი, აზერბაიჯანის მწერალთა გაერთიანების წევრი და სხვა მოწვეული სტუმრები.

Print