ყიზილაჯილოს მიმართულებით მომუშავე #3 ავტობუსი დაზიანების გამო მარშრუტიდან მოიხსნა
მარნეულში, მაზანაშვილის ქუჩაზე, მუნიციპალურ ტრანსპორტს, N3 ავტობუსს გარე განათების ბოძი დაეცა და წინა მინა დაიმსხვრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მარნეულელი მოქალაქის თქმით, ბოძი დაახლოებით ერთი კვირის წინ, მანქანის დაჯახების შედეგაგ დაზიანდა.

მარნეულის შპს „ავტოპარკის“ დირექტორი გიგა ჯალაღონია რადიო მარნეულთან საუბრისას განმარტავს, რომ N3 ავტობუსები მარნეული-ყიზილაჯლოს მიმართუულებით დადის და მხოლოდ 3 ავტობუსი ემსახურება მთელ მარნეულს. დღევანდელი შემთხვევის შემდეგ კი მოლოდ 2 ივლის. ტრანსპორტს ავტომობილის სიმცირის გამო ვერ დაამატებენ.  ჯალაღონიამ არ იცის როდის შეკეთდება მინა, რომლის გაკეთებაც დიდ დროს და საკმაო ხარჯს მოითხოვს.

„ჯერ-ჯერობით არ ვიცით როდის გაკეთდება. საკმაოდ დიდი მინაა და არც ვიცით შეიძლება თუ არა მისი გაკეთება საქართველოში. თუ შიძლება საქართველოში მისი გაკეთება, გავაკეთებთ მალე, მაგრამ ჩინური ავტობუსებია და თუ ჩინეთიდან გვექნა გამოსაწერი დიდი დრო დასჭირდება.“ - ამბობს გიგა ჯალაღონია.

შეცვლის  თუ არა მარნეულის მერია გარეგანათების ბოძს და როდის, ამ ინფორმაციის მიღებას ჩვენ თვითმმართველობიდან ველოდებით.



ფოტოების ავტორი: ელვირ ჰასანოღლუ
Print