უცხოელმა მომღერალმა მერიის მიერ შესრულებულ სამუშაოების და სალომე ზურაბიშვილის სურათების კოლაჟის ფონზე იმღერა
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი ჩატარდა. რომელშიც მონაწილეობა აზერბაიჯანიდან ჩამოყვანილმა მომღერალმა, უზეირ მეჰდიზადემ მიიღო.


სიმღერის ფონზე, სლაიდების მეშვეობით, მონიტორზე აჩვენებდნენ მარეულის მუნიციპალიტეტში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებს და განხორციელებულ პროექტებს. მონიტორზე არაერთხელ გამოჩნდა სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სახე.

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართული კონცერტი 26 ნოემბერს, 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ორი საათით გვიან, 14:00 საათზე დაიწყო და 40 წუთი გაგრძელდა. კონცერტში მაჟორიტარი დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან ჰაჯიევიც იღებდნენ მონაწილეობას და სიტყვით გამოვიდნენ. რუსლან ჰაჯიევის თქმით, კონცერი სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად არის გათვალისწინებული.

„ღონისძიებები ადამიანებს უფრო კარგ შთაბეჭდილებას უტოვებს და წინასაარჩევნოდ აგრესია კი არა მუსიკა უნდა გამოიყენო, ზიზღი კი არა სიყვარული უნდა გამოიყენო - ეს უფრო კარგია“- თქვა რუსლან ჰაჯიევმა.

უზეირ მეჰდიზადეს კონცერტს ფინანსური მხარდაჭერა ბიზნესმენმა გაუწია. თვითმმართველობის არჩევნებზე კი როია აიხანი იყო ჩამოსული.

მარნეულში ბოლო წინასაარჩევნო კონცერტებში მონაწილეობას აზერბაიჯანიდან ჩამოყვანილი მომღერლები იღებდნენ . მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მომღერალ აიგუნ კაზიმოვა მოიწვიეს, ხოლო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მომღერალი როია.


კონცერტი შეგიძლიათ იხილოთ აქ:


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები