მარნეულის უსახელო დასახლება - ხმა, რომელიც არჩევნებზე სოფლის სახელის არ ქონის გამო იკარგება



ვიქტორია მაკარაძე მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. სოფლის ზუსტ სახელწოდებას ვერ გეტყვით. უსახელო დასახლებაა და სოფლის სტატუსის მინიჭების მოლოდინში არიან. „არ გვაქვს სახელი, ასე ვართ ჰაერში“ - ამბობს ვიქტორია. სოფლის უსახელობამ ბევრი პრობლემა შეუქმნა. მაგალითად, მისი შვილი ხვალ, 28 ნოემბერს, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. თავად ვიქტორიასაც წლებია ხმის მიცემის შესაძლებლობა არ აქვს.

მარნეულში შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დასახლება -   ასე მოიხსენიებენ ადგილს, სდააც ვიქტორია მაკარიძე ცხოვრობს. პირველი მოსახლე იქ 1980 წელს, ნელი დევიძე დასახლდა.

სოფლში უმეტესად აჭარლები არიან დასახლებული, რომლებიც 90-იან წლებში ჩამოასახლეს და მერეთში საერთო საცხოვრებელში შეასახლეს. ზოგმა კი თავი დაჩებით დასახლებულ ადგილს შეაფარა, რომელსაც წეისთ „ივერიონი“ უნდა დაერქვას და სოფლის სტატუსი მიენიჭოს. მოსახლეობას თავადაც გამოუთქვიათ ინიციატივა ნაგვის ურნების, გარე განათებისა და სხვა პრობლემების შესახებ , თუმცა მათ სოფლის სტატუსი არ ქონის გამო ვერ ეხმარებიან.

სოფლისთვის სტატუსის მინიჭება ადგილობრივი კანონსის საფუძველზე ხდება. მარნეულის საკრებულომ დოკუმენტაცია სამთავრობო კომისიას თვეებია გადაუგზავნა და ჯერ კიდევ პასუხის მოლოდინში არიან. 


Print