12 საათის მონაცემებით მარეულში 18 450 ამომრჩეველი დაფიქსირდა
12:00 საათის მონაცემებით მარნეულში საკუთარი არჩევანი 18 450 ადამიანმა დააფიქსირა.

როგორც რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ასანიძემ თქვა, ამ დროისათვის სულ 7 საჩივარია დაწერილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით,  არჩევნებში მონაწილეობა უკვე 688 551 ამიმრჩეველმა მიიღო, რაც 19,6%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამორმჩეველთა აქტივობის ეს მაჩვენებელია უფრო მაღალია, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, 12:00 საათისთვის იყო. მაშინ ამომრჩეველთა აქტივობამ 15,95% შეადგინა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
თეგები: არჩევნები 2019
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები