ყიზილაჯლოში N49 უბანზე ამომრჩეველმა ხმის მიცემა ორჯერ სცადა
15:22 / 28.11.2018
სოფელ ყიზილაჯლოში N49 საარჩევნო უბანზე
განმეორებითი ხმის მიცემის მცდელობა დაფიქსირდა.
ფაქტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის დამკვირვებლებმა შენიშნა. კერძოდ ერთ-ერთმა
რეგისტრატორმა სამირ ბაირამოვმა პირადობის მოწმობის გარეშე გასცა
ბიულეტენი.