(ვიდეო) #10 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე დამკვირვებელს "თავის დაჩეჩქვით" დაემუქრა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, მარნეულში კომისიის თავმჯდომარემ მათ დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევა #10 საარჩევნო უბანზე მოხდა სოფელ  ალგეთში .
საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ალი მურადოვი ორგანიზაციის დამკვირვებელს ხელს უშლიდა ვიდეოს გადაღებაში. ალი მურადოვი მარნეულის საკრებულოს  პარტია "ქართული ცონების" მაჟორიტარი დეპუტატის ძმა არის.

ვიდეოში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ემუქრება დამკვირვებელს და ეუბნება რომ  "თავს დაუჭეჭქნის" და გარეთ რომ გამოვა იქ ბიჭები მიხედავენ. 


“საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტელეფონით გადაღება საარჩევნო უბანზე აკრძალულია. იგი დამკვირვებელს „თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა და ტელეფონის წართმევაც სცადა. დამკვირვებელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიას წარუდგინა საჩივარი. რეგისტრაციის ცნობის მოთხოვნის შემდეგ, მას კომისიის თავმჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უბნიდან გამოაძევა,”-აცხადებენ ISFED-ში.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები