#59 უბანზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ოქმის გატაცებაში სდებენ ბრალს
სოფელ იმირში #59 სააჩევნო უბანზე  ხმის დათვლის პროცედურის დროს როგორც ამბობენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ მონაკვეთში უბანზე შემოვიდა მარნეულის საკრებულოს თვმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი .

სამართალდამცველის დახმარებით უბნიდან  წაიღო ოქმი. როგორც უბანზე მყოფი გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, უბანზე არჩევნებს იგებდა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. 

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით სამართალდამცველებმა ფიზიკურად გაუსწორდნენ რამოდენიმე აქტივისტს.

ამ დროისთვის იმირის საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან გაერტიანებული ოპოზიციის წევრები, ადგილობრივი მკვიდრები და სამართალდამცველები. დამსწრეებს ჰქონდათ მცდელობა  გზის გადაკეტვის. სოფელ იმირი სადახლო მარნეულის გზაზე მდებარეობს.

რადიო "მანრუელის" ჟურნალისტები სდვილობენ ამ დრომდე მამუკა ნავერიანთან დაკავსირებას.  ჩვენ დავუკავშირდით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ბიძას პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს თამაზ ნავერიანს, რომელმაც განაცხადა რომ მამუკა ნავერიანს უბანზე ყოფნის უფლება ჰქონდა რადგან ის დამკვირვებლის სტატუსით იყო დარეგისტრირებული. 


Print ელ. ფოსტა
თეგები: იმირი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები