საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის ბრალდებას მტკნარ სიცრუეს უწოდებს
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ნავერიანი უარყოფს ფაქტს, რომ მან სოფელ იმირში N59 უბნიდან ოქმი სამართალდამცველთან ერთად გაიტაცა.

ნაციონალური წევრების მსგავს ქცევას მტკნარ სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს.

„მინდა გითხრათ, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე. ოქმი სრული პროცედურების დაცვით რომ არის შევსებული, ამაზე ნაციონალური მოძრაობის წევრის ხელმოწერაც მოწმობს.  თუ არ ვცდები რაული ჰქვია ბაირამოვია გვარად. კიდევ გეტყვით, ჩემი ოქმის გატაცების მითთან დაკავშირებით, რომ ეს სრული აფსურდია. მე ველოდებოდი ოქმს ყველასთან ერთად, ოქმს ვერ მოვიტაცებდი. თვითონ ნაციონალური მოძრაობიდან იყო აგრესია. ვერ აიტანა ჯეიხუნ კარაევმა, რომ თავისი საკუთარი სოფელი წააგო. იყო ძალადობა და პროვოკაციაც მოაწყო“- ამბობს რადიო მარნეულთან საუბრისას მამუკა ნავერიანი.

მამუკა ნავერიანი დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა უბანზე. იმირის მოსახლეობამ დღეს პროტესტი გამოხატა და სოფელში N59 უბნის გარეთ იმყოფებოდნენ, სადაც შეძახილებით “მიშას“ გაიძახდნენ და თავიანთი ხმების მოპარვაში მამუკა ნავერიანს ადანაშაულებდნენ.

ამავე თემაზე :

#59 უბანზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ოქმის გატაცებაში სდებენ ბრალს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები