სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში ხმების 57,58% მიიღო
მანრეულის 90 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, მარნეულში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 57,58 % მიიღო, რაც 29 211 ხმას უდრის.

გრიგოლ ვაშაძეს მხარი 21 519-მა მარნეულელმა დაუჭირა, მან ხმების 42,42 % მიიღო.

მარნუელში სულ 90 საუბნო საარჩევნო კომისია იყო გახსნილი. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 42.63% მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 57.37%.

აღნიშნული მონაცემები დათვლილია უბნების 31,88%-ის მიხედვით. 3 705 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 1179 უბანი.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
თეგები: არჩევნები 2019
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები