(ვიდეო) გამარჯვების აღსანიშნავად სადახლოში ზურაბიშვილის და ივანიშვილის პლაკატებს ეცეკვნენ

დღეს, 29 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპატატმა როვშან ისკანდეროვმა ფეისბუქ პირდაპირ ეთერში სადახლოს ცენტრში სადაც ადგილობრივი "ჩაიხანაა"
ქართული ოცნების" მხარდამჭერები, დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვებას ცოცხალი მუსიკის თანხლებით ზეიმობენ.

ცეკვის დროს აქტივისტებმა ხელში აიღეს სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურისთვის დამზადებული პლაკატები და ეცეკვებოდნენ. ვიდეოს დასასრულს მოცეკვავე აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის პლაკატსაც ეცეკვნენ.





ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგების მიხედვით,  მარნეულში გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 41,92% მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი - 58,08%
გრიგოლ ვშაძე - 21 267 ხმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილი - 29 463 ხმა.

აღნიშნული მონაცემები 90-ვე უბნის მიხედვითაა დათვლილი. 



რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები