ინციდენტი ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში
დღეს, მარნეულის ჯეო ჰოსპიტალის საავადმყოფოში მარნეულელი მოქალაქე ზიარათ მაგარამოვი ექიმებს დაუპირისპირდა. ამტკიცებს, რომ მის ძმა, რომელიც ტუპერკულიოზით არის დაავადებული და რამდენიმე დღეა მარნეულის საავადმყოფოში წევს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის და ნებას არ რთავენ, რომ სხვა საავადმყოფოში გადაიყვანონ.

“ჩემი ძმა აპარატზეა შეერთებული, არაფერს მეუბნებიან რა სჭირს. არც საბუთებს მაძლევენ, რომ ჩემი ძმა თბილისში წავიყვანო. ექიმი რისთვისაა აბა, რომ არაფერს მეუბნება. წამბლებს ნორმალურად არ ასმევენ" - ამბობს მაგარამოვი

ექიმის თქმით, პაციენტი რამდენი დღის წინ სუნთქვის უკმარისობით მივიდა კლინიკაში, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილური ხდება.

„ჩვენ დავრეკეთ ტუბ დისპანსერში, სდაც გვითხრეს, რომ პაციენტს ვერ მიიღებენ, ვინაიდან ის ორი თვე იწვა ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში და გაუმჯობესებული მდგომარეობით გამოეწერა „ - ამბობს ექიმი.

ექიმი ასევე ამბობს, რომ ზიარათ მაგარამოვის ძმა მათ კლინიკაში არაერთხელ იწვა და სამედიცინო დაწესებულებას ყველანაირი გამოკვლევის შემდეგ ტოვებდა. 


ვიდეოს შეგიძლიათ უყუროთ აქ:




Print