სიახლე
როგორ გავატარე შარშანდელი ახალი წელი ასაფეთქებლების გამო სუფრის ნაცვლად საავადმყოფოში- მარნეულელი გოგონას ამბავი

დაბადების დღე 3 იანვარს მაქვს, რომელსაც ახალ წელზე მეტად ველოდები ხოლმე. ეს ამბავი ჩემმა მეგობრებმა იციან, ამიტომ გადაწვიტეს ეს დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ყოფილიყო ჩემთვის.
ღამის 12 საათზე ტორტით და ასაფეთქებლებით მესტუმრნენ და ჩემი გახარება უნდოდათ, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი არც ისე კარგად დასრულდა. როდესაც ეზოში გამოვედი, ჩემმა მეგობარმა, საახალწლო ასაფეთქებელს ცეცხლი წაუკიდა.

ფეიერვერკი უხარისხო და ვადაგასული აღმოჩნდა და ნაცვლად იმისა რომ ჰაერში ლამაზ ფერებად გაშლილიყო, ჩემი დაბადების დღის ჩაშლის მიზეზად იქცა. მოულოდნელად ჩემი მეგობრის მუხლიდან სისხლმა იფეთქა- ფოიერვერკმა, არასწორად გაისროლა. შედეგად მას მარჯვენა მუხლზე, დღემდე შრამი აქვს.

მსგავსი შემთხვევები იშვიათობა არ არის. ახალი წლის დღეებში სასწრაფო დახმარებების გამოძახების რაოდენობა სწორედ ამ მიზეზით იზრდება. როგორ დავიცვათ თავი უხარისხო ფეიერვერკის შეძენისგან და რა ინფორმაციას ფლობენ პროდუქციის შესახებ თავად რეალიზატორები.


მარნეულის ქუჩებში უკვე შეხვდებით საახალწლო შუშხუნებს. მათი ნახვა ბაზარშიც მრავლადაა შესაძლებელი. ამიტომ გადავწყვიტეთ რეალიზატორებს გავსაუბრებოდით და გაგვერკვია, რომელი ქვეყნიდან შემოაქვთ პროდუქცია და რა იციან უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით.



„მე ლილოში ვყიდულობ და იქედან მომაქვს. არ ვიცი მათ საიდან ჩამოაქვთ. ინსტუქცი მე არ ვიცი. აქ აწერია თვითონ“ - ამბობს მოვაჭრე.

„ეს ჩემი ადგილი არ არის, მე უბრალოდ გამყიდველი ვარ. მეპატრონე გასულია, რატომ გვიღებთ?“ - ამბობს მოვაჭრე.


აღსანიშნავია, რომ მარნეულის ბაზარში ჯერ მხოლოდ რამდენიმე დახლია, სადაც საახალწლო პიროტექნიკას ყიდიან. ახალი წლის მოახლოებასთან ერთა დახლების რაოდენობა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგრძნოლად იზრდება.

რა უნდა იცოდეთ ფეიერვერკის შეძენამდე:

1. პიროტექნიკის უმრავლესობა ჩინურია და წარწერებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ამ ენაზეა ხოლმე. ამიტომ, უმჯობესია შეიძინოთ პიროტექნიკა ისეთი წარწერით, რომელიც თქვენთვის გასაგებ ენაზეა. აუცილებლად დაიცავით ასევე ინსტრუქციაც.

2. ხშირ შემთხვევაში ბაზარზე არსებული პიროტექნიკა ძველია, რაც დამატებითი საფრთხეა, რადგან ასეთი მასალა გვიან, ადრე ან არასწორად ფეთქდება.არის შემთხვევები, როდესაც აფეთქებისას მაშხალა შუაზე სკდება და სხეულის მძიმე დაზიანებებს იწვევს.ასე ხდება დანესტიანებული პიროტექნიკის შემთხვევაში.

3.მომხმარებლის გაუფრთხილებლობა კიდევ ერთი პრობლემაა.ხშირად ასაფეთქებლებით ერთმანეთს ეხუმრებიან ხოლმე - ფეხებში ან ჯიბეში უგდებენ ხოლმე მათ, ეს კი მძიმე შედეგების მომტანია, არის ფაქტები, როდესაც ასეთი შემთხვევისას დაყრუვებულა ადამიანი, ყველაზე ხშირად კი მიუღიათ მძიმე დამწვრობები.

4.სუფრის შუშხუნების გამოყენებისას ხშირია ნაძვის ხეზე ცეცხლის მოკიდება, ამიტომ აქაც ყურადღება გმართებთ.



| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის
მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.
17:33 / 15.02.2019
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.

რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად,
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი
გათავისუფლდა.
16:27 / 15.02.2019
რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით,
თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა
იგეგმება.
16:15 / 15.02.2019
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა იგეგმება.
30
წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
15:54 / 15.02.2019
30 წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი
ავტომობილი
13:14 / 15.02.2019
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი ავტომობილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების
გაძვირება შეუჩერა.
21:51 / 14.02.2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა.
მარნეულში 19 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
17:11 / 14.02.2019
მარნეულში 19 წლის ბიჭმა თავი მოიკლა