სიახლე
სოფელ კიროვკაში გზის დაგება 2019 წელს იგეგმება
სოფელი კიროვკა მარნეულიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარებს. შიდა გზები ამორტიზებულია. ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ, ადგილობრივი მოსახლეობა ცუდი გზის არსებობის გამო შეწუხებულია. ამბობენ, რომ სიტუაცია ცუდ ამინდში კიდევ უფრო უარესდება.

“ჩვენი შვილები სკოლიდან სახლში ვერ მოდიან, თქვენც ხედავთ რა დღეშია აქაურობა. სახლიდან გასვლისას სუფთა ტანსაცმლით გადიან უკან დაბრუნებისას კი ტალახით არიან დასვრილები. მთავრობა ყურადღებას რატომ არ გვაქცევს? არჩევნების დროს მოდიან და იძახიან ხმა მოგვეცითო, რაზე უნდა მივცეთ ხმა? ერთ გზას ვერ აკეთებენ. მოვიდნენ, თავადაც ნახონ ეს ხალხი რა დღეშია, როგორ წვალობენ.”- ამბობს კიროვკის მკვიდრი

გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ბავშვები სკოლაში რომ მიდიან ხელში აგვყავს და ისე მიგვყავს რომ არ დაისვარონ.
დღეში ორი წყვილი ტანსაცმელი სჭირდებათ. სიტუაცია კიდევ უფრო ცუდია წვიმიან ამინდში. ფაქტობრივად სიარული არ შეგიძლია ამ გზით. ჩვენ მივმართეთ გამგეობას, გვიპასუხეს, რომ გზები გაკეთდება, მაგრამ გვაინტერესებს როდის? - გვეუბნება კიროვკის მკვიდრი

როგორც მარნეულის მერიაში განმარტავენ, სოფელ კიროვკაში გზის დაგება 2019 წელს იგეგმება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯება.





| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის
მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.
17:33 / 15.02.2019
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.

რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად,
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი
გათავისუფლდა.
16:27 / 15.02.2019
რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით,
თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა
იგეგმება.
16:15 / 15.02.2019
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა იგეგმება.
30
წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
15:54 / 15.02.2019
30 წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი
ავტომობილი
13:14 / 15.02.2019
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი ავტომობილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების
გაძვირება შეუჩერა.
21:51 / 14.02.2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა.
მარნეულში 19 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
17:11 / 14.02.2019
მარნეულში 19 წლის ბიჭმა თავი მოიკლა