სოფელ საიმერლოში არხის რეაბილიტაცია შესაძლოა დეკემბრის ბოლომდე დასრულდეს
სოფელ საიმერლოში არხის რეაბილიტაციის სამუშაოები განახლდა.
არხის რეაბილიტაციას საქართველოს მელიორაციის სამსახური ანხორციელებს, ამავე სამსახურის საგეგმო დეპარტამენტის გეგმაში შედიოდა აღმაშენებლის არხის რეაბილიტაცია, რომელიც სოფელ საიმერლოში გადის და დაახლოებით 700 მეტრს მოიცავს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ონიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ არხის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

“ზაფხულის პერიოდში სამუშაოები შეჩერებული იყო . ვინაიდან, მოსახლეობას სარწყავი წყალი მივაწოდეთ. შარშან გაწმენდიითი სამუშაოები ჩავატარეთ, მონაკვეთის აღდგენით დასრულდება არხის რებილიტაცია. გვინდა, რომ საახალწლოდ დავასრულოთ სოფელ საიმერლოში 650 მეტრის მობეტონება“ - ამბობს გიორგი ონაშვილი

არხის რეაბილიტაციისთვის 1 000 000 ლარზე მეტი იხარჯება. 


ფოტოს ავტორი: ქეთევან ქველაძე
Print