ტენდერი, რომელიც მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის გამოაცხადა მეხუთე ცდაზე შედგა
ტენდერი, რომელიც მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის გამოაცხადა მეხუთე ცდაზე შედგა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო.

„შპს ექსტრა" და ინდმეწარმე ლერი ჩხარტიშვილი. ლერი ჩხარტიშვილის კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. გამარჯვებული კომპანია კი "შპს ვექტრაა".

როგორც საქართელოს ცხოველთა დაცის ფედერაციის თავმჯდომარე, თემურ ლაჭყეპიანი ამბობს, შპს „ექსტრა“ ამ დრომდე მხოლოდ კერძო მომსახურებას ანხორციელებდა, მუნიციპალიტეტების კონტრაქტებში კი მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს. მათ საქმიანობას ცხოველთა დაცვის ფედერაცია მონიტორინგს გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ მერია  ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის ტენდერს თვეებია უშედეგოდ აცხადებდა. სამჯერ ტენდერში მონაწილეობა არვინ მიიღო, ხოლო მეოთხედ კომპანიას დიკვალიფიკაცია მიენიჭა. ოთხივე ტენდერის ჩაშლას საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციაში თანხის სიმცირეს უკავშირებნ.

ბოლო სატენდერო წინადადებაში მარნეულის მერიამ ბიუჯეტი იგივე დატოვა, მაგრამ თითოეული ძაღლის მომსახურებაზე თანხა გაზარდა. 211 ძაღლის ნაცვლად მუნიციპალიტეტი აცრას, კასტრაციას, საჭიროების შემთხვევაში კი ევთანაზიას 169 მაწანწალას გაუკეთებს.

შპს „ექსტრა“ მუნიციპალიტეტში საქმიანობას დეკემბრის ბოლოსთვის დაიწყებს.



Print