მარნეულის „კულტურის ცენტრში“ თეატრალური პერფორმანსი - „არა ძალადობას!“ გაიმართა
მარნეულის „კულტურის ცენტრში“ თეატრალური პერფორმანსი - „არა ძალადობას!“ გაიმართა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „კულტურის ცენტრის“ წარმომადგენლებმა გაიხსენეს კამპანიის დაწყების ისტორია და აჩვენეს ვიდეორგოლი მარნეულელი მოქალაქეების მონაწილეობით, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს რეაგირებისა და ძალადობის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ.

როგორც მარნეულის „კულტურის ცენტრის“ დირექტორმა ნატო შავიშვილმა ჩვენთან საუბრისას თქვა, სპექტაკლ „აირწინაღის“ განმეორებითი ჩვენება სწორედ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

„ვფიქრობთ, რომ ძალადობა ყველა ფორმით და ნებისმიერი სქესის მიმართ დასაგმობია, მაგრამ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ქალთა მიმართ ძალადობაზე, რადგან სწორედ ამას ეხება 16-დღიანი კამპანია. ვფიქრობთ, რომ ამ ღონისძიებით ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ და კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, რომ ძალადობა დასაგმობია, არა ძალადობას და რომ გაჩუმება წაახალისებს ახალ ძალადობას.“ - ამბობს ნატო შავიშვილი

ძალადობის წინააღმდეგ 16–დღიანი კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

ღონისძიება მარნეულის „კულტურის ცენტრისა“ და სახალხო დამცველის გენდერის რეგიონული წარმომადგენელის ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანის ჩართულობით დაიგეგმა.




რა
დიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები