მოსახლეობის აზრი პურის გაძვირებაზე
საქართველოში პირველადი მოხმარების მთავარი პროდუქტი პური 10-15 თეთრით გაძვირდა.

რადიო მარნეული დაინტერესდა თუ რას ფიქრობს მოსახლეობა პურზე ფასების მომატებაზე, რისთვისაც გამოკითხვა ჩავატარეთ. მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ფასების ზრდა მათ ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს.

„ვფიქრობ, ფასმა არ უნდა მოიმატოს, თუ ფასი აიწევა მაშინ ხელფასებიც, პენციაც უნდა გაგვიზარდონ“

„ისედაც გაჭირვებულ ხალხს ამის დამატება უნდა? ვინც პენსიონერია, სოციალურად დაუცველია და ნახევარჯერ მარტო პურზე იყვნენ და იმასაც ძლივს ყიდულობდა რა უნდა ქნან, როგორ უნდა იყიდონ? პური, ეს არ არის ფუფუნების საგანი ეს არის ყოველდღიური მოხმარებისთვის“

„ძალიან ცუდი მდგომარეობა იქნება, პურის მომატების შემდეგ, როგორც მყიდველისთვის ასევე გამყიდველისთვის. წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა.“


პურის გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ, რადგან მათი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პურზე ფასის ხელოვნურად შენარჩუნება ხდებოდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები