რა ღირს ახალი წელი მარნეულში
მარნეულში ქუჩების მორთვა ამ დრომდე არ დაუწყიათ. თუ არ ჩავთვლით გასული წლის განათებებს, რომელიც მერიის შენობის ეზოშია დამონტაჟებული. მარნეულის მერიამ 2019 წლის შესახედრად ბიუჯეტიდან 55 000 მდე ლარი გამოყო. საახალწლო ღონისძიებისთვის, დეკორაციებისთვის და ნაძვის ხისთვის ტენდერები გამოაცხადეს. ორი ტენდერი მერიამ, ხოლო ერთი კულტურის ცენტრმა.

საახალწლო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისთვის მუნიციპალიტეტმა 14 050 ლარიანი ტენდერი 27 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, საახალწოლო კონცერტში მონაწილეობას დი-ჯეი მიიღებს, რომელმაც სხვადასხვა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.

მაგალითად, ის 25 წლამდე ასაკის უნდა იყოს და ამავდროულად 4 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. პროგრამა 90 წუთიანი იქნება. გარდა ამისა, მარნეულის მერია საახალწლოდ არანაკლებ 7 ანიმატორს შემოგვთავაზებს, რომლებსაც 3 წლიანი გამოცდილება მოეთხოვებათ.

მეორე ტენდერი მარნეულის მერიამ საშობაო ნაძვის ხისთვის უკვე გამოაცხადა, რაშიც თვითმმართველობა 14 400 ლარს დახარჯავს.

ორივე ტენდერში მონაწილეობა თითო პრეტენდენტმა მიიღო რომელთა შესაფასება/შერჩევა მიმდინარეობს.

მესამე ტენდერი მერიის დავალებით, კულტურის სახლმა ქალაქ მარნეულში საახალწლო მორთულობების შეძენა/მოწყობისა და თანმდევი მომსახურების (მონტაჟი-დემონტაჟი) შესყიდვისთვის გამოაცხადა რისთვისაც ბიუჯეტიდან 25`719 ლარი გამოიყო. ქალაქის დეკორაციებზე გამოაცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება ხვალ სრულდება. ამ ეტაპზე კი მონაწილეობა ტენერში არცერთ კომპანიას მიღებული არ აქვს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები