რატომ არ მიეცათ მოსწავლეებს ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ გავრცლდა, როდესაც ჟურნალისტები და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად დასასწრებად მივიდნენ. როგორც ჩვენთან საუბარში საკრებულოს წევრმა, რომან ტაბატაძემ აღნიშნა, სხდომა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსის ვუგარ მამედოვის მივლინების გამო გადაიდო, რომელიც გერმანიაში იმყოფება.

საკრებულოს აპარატმა სხდომის გადადების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას არ აცნობა. თუ რატომ არ გამოაქვეყნეს შესაბამისი განცხადება, ამას ვერ აკონკრეტებენ.

აღსანიაშნავია, რომ საკრებულოს სხდომებს მოსახლეობა იშვიათად ესწრება. ექსპერტები აბობენ, რომ მუნიციპალიტეტის ინტერესებში უნდა შედიოდეს მოსახლეობაში დროული ინფორმაციის გავრცელება. მარნეულის საკრეულო სხდომების გამართვის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის კანონდარღვევით,  2-3 დღით ადრე ავრცელებს, როდესაც წესით 7 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ მოსახლეობის ინფრმირებულობა. 

მიუხედავად ამისა,მოსწავლეებს პირველად გაუჩნდათ სურვილი ბიუჯეტის განხილვის პროცესს დასწრებოდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

ბიუჯეტის განხილვა წესით, დღეს, 14 დეკემბერს 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები