5 წლის წარმატებული მოდელი
5 წლის რუგაია კარახმაზლი უკვე ორი წელია, რაც მოდით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ 5 წლისაა არაერთ მოდის პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2018 წელს მან ბათუმში, სტამბოლში და ბაქოში გამართულ მოდის კონკურსებში წარმატებით იასპარეზა. რუგაიამ აზერბაიჯანში კონკურს „წლის 2018 ფავორიტი“ ეროვნული ჯილდო მიიღო. ის საქართველოდან ერთადერთი მონაწილე .

რუგაია კარახმაზლიმ საქართველოში "Katrini Model Agency"-ის მიერ ჩატარებული „Top Children of Georgia"-ს შეჯიბრებში პირველი ადგილი დაიკავა. ასევე მან მსოფლიო მოდელების შეჯიბრში მიიღო მონაწილეობის შეთავაზება და 8 იანვრიდან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმოგზაურებს.
აღსანიშნავია, რომ 5 წლის რუგაია უკვე ორი გვირგვინის მფლობელია.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები