მარნეულში პირველი ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი მუშავდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში პირველი ახალგაზრდული
პოლიტიკის დოკუმენტი მუშავდება
.
დოკუმენტი მარნეულელი ახალგაზრდების საჭიროებებზეა მორგებული, რომელიც
მუნიციპალიტეტმა კვლევის ფარგლებში გამოავლინა.
როგორც ჩვენთან საუბრისას მარეულის მერიის განათლების, კულტურის,
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება სპეციალისტმა მარიამ
ტყეშელაშვილმა თქვა, დოკუმენტის შედგენის პირველ ეტაპზე ჩატარდა
კვლევა, რომელშიც მარნეულის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის
წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.
„კვლევამ მოგვცა ანგარიში, რომ ძირითადად მათ აწუხებთ
ჯანსაღი გარემოს საკითხი, ინფრასტრუქურა, დასაქმება, არაფორმალური
განათლების მიუწვდომლობა“
ახალგაზრდების საჭიროებების გამოსაკვლევად მუნიციპალიტეტმა მარნეულში,
ახალგაზრდული თემატიკის მხრივ, მომუშავე არასამთავრობო სექტორთან
გაფართოებული შეხვედრაც ჩაატარა – „აქაც გამოვლინდა 6
ძირითადი პრობლემა რაც ახალგაზრდებს ადგილზე აწუხებთ. ესაა,
ახალგაზრდების მონაწილეობა, გენდერი, ჯანსაღი გარემო, ინფრასტრუქტურა,
ფორმალური და არაფორმალური განათლება და
დასაქმება.“
ტყეშელაშვილის თქმით, 3 წლიანი ახალგაზრდების პოლიტიკის დოკუმენტი
სწორედ ამ პრობლემებ უპასუხებს და კონკრეტული აქტივობების მეშვეობით
მათ გადაჭრას შეეცდება.
მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი 28 დეკემბრამდე
საკრებულოს უნდა წარედგინოს, რათა მისი დამტკიცება 2019 წლის იანვარში
მოხდეს.
მარნეულის გარდა, აღნიშული სახის დოკუმენტი, საქართველოს კიდევ 6
მუნიციპალიტეტში, რუსთავში, ბორჯომში, ახალციხეში, მესტიაში, ზუგდიდსა
და ბაღდათში მუშავდება.
რადიო „მარნეული“