საჯარო დისკუსია მარნეულის სოციალური ინფრასტრუქტურის შესახებ (LIVE)
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესული სოციალური ინფრასტრუქტურის პროგრამების შესახებ დღეს, 19 დეკემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია გაიმართა.

შეხვედრა მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გაიმართა და ძირითადად ისეთი თემები იქნება განხილული, როგორიცაა სოციალური ინფრასტრუქტურის პროგრამები: სკოლების რეაბილიტაცია, გზები, ნარჩენების მართვა, სარწყავი წყლის სისტემები და სხვა.

როგორც ჩვენთან საუბრისას „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარემ ოლგა ენდელაძემ თქვა, მართალია, რომ ბიუჯეტის პროექტი უკვე შემუშავებულია, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა ახალი პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყობს ხელს.

„ახალი პრიორიტეტების, ან თვითონ პროგრამების ქვეშ იმპლემენტაციის ეფექტურობისათვის ამ შეხვედრების საჭიროება ნამდვილად არსებობს, იმიტომ, რომ განვიხილავთ თუ რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს ამ პროგრამის ფარგლებში 2019 წლის განმავლობაში. ესაა ამ ტიპის შეხვედრების მთავარი მიზანი.“ - ამბობს ოლგა ენდელაძე

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალური პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა სოფლად მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის, გენდერული თანასწორობის გეგმის შესრულების კონტექსტში, დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების და რეკომენდაციების დაფიქსირება და მრჩეველთა საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება და ჩართვა საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადებასა და მიწოდებაში.

დისკუსია ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო სექტორი მუნიციპალური პილიტიკის შემუშავებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ.




რად
იო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები