გადაიხდის თუ არა „სოკარი“ აზერბაიჯანელი სტუდენტების სწავლის საფასურს
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია „სოკარი“ 2007-2008 სასწავლო წლიდან, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, საქრთველოს მოქალაქე აზერბაიჯანელ სდუტენდებს საწავლის საფასურს უხდიდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2018-2019 სასწავლო წლის პირველ ნახევარში „სოკარმა“ სტუდენტების სასწავლო თანხის ნახევარი გადაიხადა, ამჟამად გადახდა შეჩერებულია.

სწავლის საფასურის გადახდის შეჩერებამ სტუდენტები შეაწუხა.

საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა რადიო „მარნეულს“ მოგვმართეს თხოვნით, რათა გაგვერკვია, თუ რა გახდა სწავლის საფასურის გადახდის შეჩერების მიზეზი.

კამპანია „სოკარის“ საქართველოს ფილიალის წარმომადენლებმა გვითხრეს, რომ თანხის გადახდის შეჩერების მიზეზი წლიური ბიუჯეტის უკმარისობაა.

„სოკარში“ აცხადებენ, რომ გადახდის დაგვიანებასთან დაკავშირებით უამღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს, ისევე როგორც ყოველ წელს, ამ წელსაც მიაწოდეს ინფორმაცია. გადახდის პროცესი შესაძლოა დროში გაიწელოს და ჯერ-ჯერობით უცნობია ინფორმაციაც იმის შესახებ, თუ 2019 წლის რომელ მონაკვეთში დაფარავს „სოკარი“ სტუდენტების გადასახადს.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები