მარნეულში ჩიპირებული ძაღლები გამოჩდნენ
მარნეულში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის მუშაობა უკვე დაიწყეს.
ამ ეტაპზე კომპანიამ მარნეულიდან დაახლოებით 40 ძაღლი წაიყვანა და 30-მდე დააბრუნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარემ, თემურ ლაჩკეპიანმა გვითხრა.

„ორჯრ მოხდა ცხოველების იზოლირება და დაბრუნდნენ სტერლილიზებულები. თქვენც შეამჩნევდით უკვე ქალაქში ჩიპირებულ ძაღლებს. მათ ჩაუტარდათ ოპერაცია, რომ გამრავლება ვეღარ შეძლონ. დარღვევას რაც შეეხება, ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხი ჯერჯერობით დარღვევა არ ყოფილა. როცა დარღვევები ფიქსირდება, ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი შესაბამის აქტს ავსებს და უგზავნის მუნიციპალიტეტს ასევე ვატყობინებთ სამართალდამცველებს, თუმცა მსგავსი რამ ჯერ არ ყოფილა“- ამბობს თემურ ლაჭყეპიანი.


ძაღლების თავშესაფრის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი მხოლოდ მეხუთე ცდაზე შედგა და მერიამ შპს „ვექტრას“ ხელშეკრულება გაუფორმა, რომელიც 169 ოთხფეხას ვაქცინაციას, კასტრაციას, საჭიროების შემთხვევაში კი ევთანაზიას გაუკეთებს.

ჩენ შპს „ვექსტრას“ დირექტორთან საუბარი ვერ მოვახერხეთ. რადიო მარნეულის ინფორმაცით , ის საქართველოში არ იმყოფება.

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე, თემურ ლაჭყეპიანი ამბობს, რომ მუნიცპალიტეტის მოვალეობაცაა მონიტორინგის განხორციელება, თუმცა უმთავრეს პრობლემად მან მოსახლეობის არაინფორმირებულობა დაასახელა და მარნეულის მაგალითზე გვიყვება, რომ მოსახლეობის უმეტესობა ჩიპირებულ ძაღლებს სახიფათოდ მიიჩნევს. მისივე თქმით, პირველ რიგში ადგილობრივი მუნიციპალიტეტია ვალდებული იზრუნოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობასა და სოფლებში ინფორმაციის გავრცელებაზე.

„უკვე რამოდენიმე მოქალაქე დაგვიკავშირდა მარნეულიდან და უკმაყოფილებაა გამოთქვა დაბირკულ ძაღლებთან დაკავშირებით და ინფორმცია არ აქვთ თუ რას ნიშნავს ყვითელი ნიშანი. ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირება პირდაპირ მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა, რასაც სამწუხაროდ არ ანხორციელებს“ - ამბობს ლაჭყეპიანი

ძაღლებზე ყვითელი ნიშანი გარკვეულწილად მათ უსაფრთხოებაზე მიუთითებს და მიგვანიშნებს იმაზე, რომ მ შესაბამისი ვეტერინარული მომსახურება გაწეული აქვთ.

მარნეულის თვითმმართველობამ წესით, ცხოველების მოვლა/პტრონობის წესზე დადგენილებაც უნდა მიიღოს, თუმცა ჯერ მგავსი გადაწყვეტილება საკრებულოს არ მიუღია.

რაც შეეხება შპს „ვექტრას“ საქმიანობას , მან მარნეულის მუნიციპალიტეტში ტენდერით გათვალისწიბებული პირობები 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს. რაც იმას ნიშნავს, რომ 10 დღის ვადაში 129 ძაღლის თავშესაფრის მომსახურეობა უნდა შეძლოს.

ვადების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა კომპანიას საჯარიმო სანქციები დაეკისროს. 

Print