404 შეცდომა
2019 წლის ბიუჯეტის განხილვა
დღეს, 25 დეკემბერს, მარნეულის მნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.

რომელსაც ამავე სამსახურის უფროსი, ვუგარ მამედოვი უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებს მარნეულის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინეს.

საუბარი შეეხო მარნეულის მერიის  ააიპ-ებს და შპს-ებს ხელფასების ზრდას, რომელიც წესით იანვრიდან 40%-მდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა დღეს აღნიშნეს, რომ ანაზღაურების გაზრდა ნამდვილად მოხდება, თუმცა ეტაპობრივად. 

შეგახსენებთ, 27 დეკემბერს მერიაში საკრებულოს სხდომა გაიმართება, სადაც 2019 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.  


Print