მოლაოღლუელი ახალგაზრდები ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ - (ვიდეო)
მოლაოღლუელი ახალგაზრდები სოციალურ ქსელში ადრეულ
ასაკში ქორწინების შესახებ
ვიდეო რგოლს ავრცელებენ. ვიდეო მოლაოღლუს
განვითარების ცენტრის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით გაავრცელეს.
ახალგაზრდები მშობლებს მოუწოდებენ, რომ შვილები ადრეულ ასაკში არ
გაათხოვონ, საუბრობენ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ბავშვის
ჯანმრთელობასა და ფსიქიკას ადრეულ ასაკში გათხოვების შემთხვევაში
ემუქრება.
მოლაოღლუელი ახალგაზრდები ვიდეო რგოლშ ხაზს ასევე განათლების მიღების
მნიშვნელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს უსვამენ.
რადიო "მარნეული"