რა დაასახელა იმამყულიევმა 2018 წლის უარყოფით მოვლენად
თემურ აბაზოვის სავარაუდო ქმედება მარნეულელი მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამმცირებელი და არაადამიანური მპყრობის ფაქტთან დაკავშირებით , რადიო „მარნეულისთვის“ ტოლერანტობის ქომაგის წოდების მინიჭება - ეს ის მნიშვნელოვანი მოვლენებია, რაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, ახმედ იმამყულიევმა დაგვისახელა. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ 3 მნიშვნელოვანი ფაქტი დაესახელებინა, რაც 2018 წელს მარნეულში მოხდა.

იმამყულიევმა ჩვენთან საუბრისას მხოლოდ ორ, პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენას გაუსვა ხაზი. ნეგატიურად მარნეულის ყოფილი მერის, აბაზოვის სავარაუდო ქმედება შეაფასა, ხოლო პოზიტიურად რადიო „მარნეულის“ წარმატება.

იმამყულიევმა თქვა, რომ სხვა ბევრი მოვლენა ახსენდება ნეგატიურ კონტექსტში, რომლის დასახელებისგან ამჯერად თავი შეიკვა.

„ნეგატიური ამბავი უფრო მეტია, ვიდრე პოზიტიური, ახლა ამ ორ მოვლენაზე შევჩერდები, რადგანაც არ მინდა ისე გამოჩნდეს თქვენი მსმენელებისთვის, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიცია ყოველთვის ცუდზე ვსაუბრობთ“ - თქვა ახმედ იმამყულიევმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. ხოლო გირაოს სანაცვლოდ 13 დეკემბერს გაანთავისუფლეს. საბოლოო განაჩები ჯერ გამოტანილი არ არის.

16 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების მიერ გამოვლენილი ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოეს. რადიო "მარნეულმა" ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიიღო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები