რუსლან გაჯიევის დადებითი და უარყოფითი მოვლენები 2018 წელს
საპრეზიდენტო არჩევნები და პირველი ქალი პრეზიდენტი, ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულის სოფლებში და მატარებლის მიერ ბავშვის გატანა. ეს ის სამი ფაქტია, რაც მარნეულელ დეპუტატს რუსლან გაჯიევს 2018 წელს ყველაზე მეტად დაამახსოვრა.

ორი მათგანი, პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გაჯიევისათვის 2018 წლის ყველაზე დადებითი მოვლენებია, ხოლო მატარებლის დაჯახების შედეგად მცირეწლოვანის გარდაცვალება ყველაზე ცუდი.

გაჯიევი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, მარნეულსა და მთელ საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა. 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაბის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მოუგო და საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

12 წლის მოზარდი 19 იანვარს მატარებლის დაჯახებით გარდაიცვალა. მოზარდი ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში მე-7-ე კლასში სწავლობდა. ის მეორე სმენაში დადიოდა და მატარებელი სკოლიდან სახლში მიმავალ გზაზე დაეჯახა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები