404 შეცდომა
საკრებულომ კონსტრუქციული მუშაობისთვის ოლგა ენდელაძეს მადლობის სიგელი გადასცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ 2018 წლის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარეს ოლგა ენდელაძეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის სიგელი გადასცა.

შეგახსენებთ , რომ მარნეულის მეექვსე მოწვევის საკრებულოში არცერთი ქალი წარმომადგენენლი არ არის წარმოდგენილი. რის გამოც სიმულაციური თამაში „ქალთა საკრებულო“ შეიქმნა. ინიციატორი კი ოლგა ენდელაძეა.

სიმულაციური თამაში „ქალთა საკრებულო“ ტარდება პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, მარნეულის „ქალთა ოთახის“ ჩართულობითა და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.


Print