მარნეულელ დეპუტატებს არც 2018 წელს ამოუღიათ ხმა
არც ერთი კანონპროექტი, არცე რთი სიტყვით გამოსვლა, არც ერთი საკანონმდებლო შენიშვნა, არც ერთი პოლიტიკური განცხადება, არც ერთი კითხვის დასმა . ესაა მარნეულელი პარლამენტარების მიერ 2018 წელს გაწეული „საქმიანობა“.


2018 წელს საქართველოს პარლამენტში 49 პლენარული სხდომა ჩატარდა. დატვირთული გრაფიკის, ვრცელი განცხადებებისა და ზოგჯერ ჩხუბის მიუხედავად, 150 დეპუტატს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვის უფლებით არ უსარგებლიათ. 7 თებერვლიდან 20 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემები On.ge-ს საქართველოს პარლამენტიდან მიაწოდეს.

გთავაზობთ მდუმარე დეპუტატების სიას, სადაც ცხადია, მარნეულელი მაჟორიტარი დეპუტატები კვლავ დუმილის უფლებით სარგებლობენ.

ქართული ოცნება:

1. თამაზ ნავერიანი
2. რუსლან გაჯიევი;
3. სავალან მირზოევი
4. გია ბენაშვილი;
5. ელგუჯა გოცირიძე;
6. მუხრან ვახტანგაძე;
7. ცოტნე ზურაბიანი;
8. გიორგი თოთლაძე;
9. ედიშერ თოლორაია;
10. შალვა კიკნაველიძე
11. გიორგი კოპაძე;
12. თეიმურაზ კოხრეიძე;
13. გრიგოლ ლილუაშვილი;
14. იოსებ მაკრახიძე;
15. სამველ მანუკიანი;
16. სავალან მირზოევი;
17. გრიგოლ მიქელაძე;
18. ენზელ მკონიანი;
19. რომან მუჩიაშვილი;
20. პაატა მხეიძე;
21. ლევან ბეჟანიძე;
22. კობა ნაკაიძე;
23. დიმიტრი სამხარაძე;
24. გოდერძი ჩანქსელიანი;
25. არჩილ ხაბაძე;
26. ლერი ხაბელოვი;
27. ფატი ხალვაში;
28. ირაკლი ხახუბია;
29. ვიქტორ ჯაფარიძე

ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობას პარლამენტში სულ 6 დეპუტატი ჰყავს. აქედან ორს სიტყვით გამოსვლისა და განცხადების უფლებით არ უსარგებლია და არც დასწრების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ დეპუტატებმა 2018 წლის პლენარული სხდომების მაქსიმუმ 90% გააცდინეს.
ეს დეპუტატები არიან:

1.კობა ნაყოფია, 47 გაცდენით;
2.აზერ სულეიმანოვი, 46 გაცდენით

დეპუტატებმა ხელფასები 2018 წლის იანვარში 833 ლარით გაიზარდეს. შედეგად, მათმა ანაზღაურებამ 4 600 ლარს გადააჭარბა. ახალი რეგლამენტით, თითოეული საპარლამენტო თანამდებობისთვის დამატებით ანაზღაურებას პარლამენტის ბიურო დაადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები