აბაზოვი ციხეში გაზრდილი თმით საკუთარი მოთმინების უნარს ხაზს უსვამს
არჩევნების შემდეგ პატიმრობიდან გირაოთი განთავისუფლებული თემურ აბაზოვი საკუთარ ინსტაგრამის გვრდზე კვლავ აქტიური გახდა. მან სალონში გადაღებული სურათი განათავსა, სადაც სავარაუდოდ, 7 თვის მანძილზე გაზრდილ, დახუჭუჭებულ თმის შეჭრას აპირებს.

მან საკუთარ მოთმინებას და უკეთეს მომავალს გაუსვა ხაზი „მთავარია მოთმინება და ყველაფერი კარგად იქნება!“ - წერს თემურ აბაზოვი.



შეგახსენებთ, რომ მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო.  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გირაოთი გამოვიდა.

სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს. აბაზოვს მარნეულის მერის პოსტი სასამართლო განჩინებამდე აქვს შეჩერებული. გააგრძელებს თუ არა ის მარნეულის მერის პოზიციაზე ყოფნას, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები