ვისი კანდიდატურები განიხილება მარნეულის მერად
მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის დაკავების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერის პოსტის დასაკავებლად რამდენიმე ადამიანის კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს.


ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური აბაზოვის გირაოთი განთავისუფლების შემდეგ გახდა. რადიო „მარეულის“ სანდო წყაროს ინფორმაციით, იმ შემთხვევში თუ მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, საკუთარი კანდიდატურის წარდგენა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, მამუკა ნავერიანს და პარლამნტის მაჟორიტარ დეპუტატს, რუსლან გაჯიევს სურს.

ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩვენ მამუკა ნავერიანს დავუკავშირდით, როგორც მან განაცხადა, აღნიშნული თემა პირელად ესმის.

„სიმართლე რომ გითხრათ, ეს ინფორმაცია თქვენგან მესმის პირველად და ვერაფერს გეტყვით“ - ამბობს მამუკა ნავერიანი

ნავერიანისგან განსხვავებით არ გაკვირვებია რუსლან გაჯიევს მასზე გავრცელებული ინფორმაცია. გულიანად გაიცინა და ამ ყველაფერს პროვოკაცია უწოდა. ამბობს, რომ მის მიმართ ყოველთვის იყო, არის და იქნება ინტერესი, რომელსაც „უსაქმური“ ადამიანები ავრცელებენ.

რადიო „მარნეულს“ კიდევ ერთი სავარაუდო ინფორმაცია აქვს. თემურ ააზოვი მერის პოსტის დაკავებას გეგმავს, თუმცა ამ შემთხვევაში ქალაქი მარნეული არ მოიაზრება. აბაზოვთან დაკავშირება ჩვენ რამდენიმეჯერმე ვცადეთ , თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები