მიუხედავად იმისა, რომ აბაზოვს მერობის სტატუსი შეჩერებული აქვს ოფიციალური გვერდის მართვას შეუდგა
„თემურ აბაზოვი მარნეულის მერად“ - ყოფილი მერის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი რამდენიმე დღეა აქტიური გახდა.
სავარაუდოდ, ამ გვერდს თემურ აბაზოვი თავად მართავს. ბოლო პოსტი აქ დაახლოებით 7 თვის წინ, 12 ივნისს დაიდო, ხოლო ახალი სურათბი თემურ აბაზოვის გირაოთი განთავისუფლბის შემდეგ. მარნეულის მერიაში განმატავენ, რომ აღნიშნული ვებგვერდის მართვა მათ მოვალეობაში არ შედიოდა.

აბაზოვის გვერდზე არქივიდან ამოღებულ ახლადგამოქვეყნებულ 2 სურათს შეხვდებით, როგორც ჩანს მას პოზიციაზე დაბრუნებას ულოცავენ.






აღსანიშნავია, რომ აბაზოვი სოციალურ ქსელებში აქტიურად იყენებს საძიებო სიტყვებს (ჰეშთეგებს), როგორიცაა marneulisity. მართალია ეს სიტყვა მას არასწორად უწერია და გრამატიკული ფორმა marneulicity -ა. თუმცა როგოც ჩანს, სწორი ფორმა მას პირველი ნიმუში მიაჩნია.



შეგახსენებთ, აბაზოვს მარნეულის მერის პოსტი სასამართლო განჩინებამდე აქვს შეჩერებული. გააგრძელებს თუ არა ის მარნეულის მერის პოზიციაზე ყოფნას, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

Print