კირაჩ მუღანლოს მოსახლობას მწოლიარე პოლიციელის შესაცვლელად მერიაში მიმართვა წერილით მოუწევთ
სოფელ კირაჩ-მუღანლოში გზაზე მოწყობილი „მწოლიარე პოლიციელი“ დაზიანდა. მოსახლეობა კი ახლის დამონტაჟებას ითხოვს. ამბობენ, რომ მწოლიარე პოლიციელი საჯარო სკოლის მოპირდაპირე მხარესაა გაფუჭებული, ავტომობილები სწრაფად დადიან,  რაც მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

როგორც მარნეულის მერიაში განმარტავენ, მოსახლეობამ მწოლიარე პოლიციელის შესაცვლელად მერიაში  ოფიციალური განცხადება უნდა შეიტანონ, რის შემდეგაც რეაგირებას მოახდენენ.
Print