აბაზოვის ადვოკატის თქმით, პროკურატურა მის ბრალს კვლავ ვერ ამტკიცებს
დღეს, 11 იანვარს, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იყვნენე დაკითხული.

თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი წინამორბედებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა, რადგან ბრალდების მხარემ აბაზოვის ბრალის დამამტკიცებელი რეალური მტკიცებულებები კვლავ ვერ წარმოადგინა და საქმე უწინდებურად მხოლოდ დაინტერესებული პირის ჩვენებაზეა დაფუძვნებული.

პროცესს მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვიც ესწრებოდა.

თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა, მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად.

სასამართლომ აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

რადიო "მარნეული"
Print