404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.

მარნეულის მასშტაბით სოფლის კრებები მოსახლეობის პროექტების შერჩევისათვის ჩატარდება
21 იანვრიდან მარნეულის 69 სოფელში სოფლის საერთო კრებები ეტაპობრივად ჩატარდება .

სოფლის საერთო კრებები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ტარდება.

მთელი მარნეულის მასშტაბით, ფონდიდან 616 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც შესაბამისად 69 სოფელზე გადანაწილდება. თითოეულ სოფელს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, 5 000, 6 000, 8 000 ან 10 000 ლარი შეიძლება ჰქონდეს.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა დავით მულაძემ თქვა, პროექტები შესაძლოა მიზანმიმართული იყოს სოფლებში გარე განათების, ქუჩების მოხრეშვის, სანიაღვრე სისტემების გაწმენდის, ინვენტარის შეძენისა და ისეთი პრობლემების მოგვარებისაკენ, რასაც დიდი თანხები არ სჭირდება.

სოფლის კრებებზე დასწრება ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კრებების ჩატარების გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ აქ: marneuli.gov.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები