მარნეულში „ჭკვიანი კამერების“ ამოქმედების ვადა მეორედ გადაიდო
მარნეულში „ჭკვიანი კამერების“ ამოქმედება 2019 წლის ივლისამდე გადაიდო . ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა.

მამედოვმა ისიც აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს ჯერ კამერების ამღნიშვნელი საგზაო ნიშნებიც არ შეუძენია.

„ჭკვიანი კამერების“ სისტემა მარნეულში წესით 2018 წლის აპრილში უნდა ამუშავებულიყო.

2018 წლის 20 ნოემბერს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გვითხრა, რომ კამერების დამონტაჟება საგზაო ნიშნების შეძენის გამო დაგვიანდა.

უკონტაქტო პატრულირების ელექტრონული სისტემა საგზაო მოძრაობის დამრღვევებს დააჯარიმებს. ძირითადად ვიდეოკამერა ხუთი სახის დარღვევას გამოავლენს, ესენია: წითელ შუქნიშანზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება და დაშვებული ნორმის გადაჭარბება და საშუალო სიჩქარის დარღვევა.

საგზაო მოძრაობის დამრღვევებს ჯარიმის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინება ტელეფონზე მიუვათ. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა რეგისტრაციის მისამართზე 2-ჯერ მივა, რის შემდეგაც კი უკვე საურავი დაირიცხება. ვიდეოჯარიმები ქულების სისტემაზე არ იმოქმედებს.

რადიო "მანრეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები